ამირან გამყრელიძე – დღეს იმაზე მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება იმაზე გაუარესებულია, ვიდრე ეს მესამე ტალღის დროს, პიკურ პერიოდში იყო.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი მაჩვენებელი გასული წლის ნოემბერ-დეკემბერის პერიოდში დღიური მაჩვენებლის 50-60%-ს შეადგენს.

“იმაზე მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს იყო ამესამე ტალღის პიკზე მაისში და ვართ დაახლოებით 50-60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება გახლავთ ის, რომ მეორე ტალღის დროს არ იყო ვაქცინები, დღეს გვაქვს საშუალება, მოსახლეობა ავცრათ“.

27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.

ამ დროისთვის, სულ აცრილია 418 398 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა.