საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stop.cov.ge – ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 242, „პისიარ“-ტესტით – 17 311.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო შვიდი დღის – 6,92%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 410 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 377 597 გამოჯანმრთელდა, 5 751 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 432 795 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 210. კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 256 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 798 პირი.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password