ამერიკელი ექსპერტი – „დელტა” ძალიან განსხვავებული შტამია – ის იპოვის ყველას, ვისაც ვირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს

აშშ-ის ვაქცინების წამყვანი ექსპერტi და Mayo Clinic-ის ექიმი, გრეგორი პოლანდი აცხადებს, კორონავირუსის “დელტა” შტამი ძალიან განსხვავებულია და ახალი ტალღა აუცილებლად იქნება.

ექიმის თქმით, “კორონავირუსის ძლიერი და სწრაფად გავრცელებადი „დელტა“ შტამი იპოვის ყველას, ვისაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს.”

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი პირი იქნება არავაქცინირებული, ახალი შტამები გაჩნდება, რომლების წინააღმდეგაც ვაქცინები არაეფექტური იქნება.

„აუცილებლად გვექნება ახალი ტალღა. ნუ იფიქრებთ, რომ „აი, აქამდე მივაღწიე და არაფერი მომივიდა, კარგად ვარ“. „დელტა” ძალიან განსხვავებული შტამია. ის გიპოვით. და იპოვის ყველას, ვისაც ვირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს. თუ ვაქცინირებული არ ხართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგახართ. რაც უფრო მეტი პირი იქნება არავაქცინირებული, ახალი შტამები გაჩნდება, თან ისეთები, რომლებიც ვაქცნიერების ეფექტურობას თავს დააღწევენ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მტრები ჩვენივე თავების ჩვენვე ვართ“,- განაცხადა გრეგორი პოლანდმა.