მამუკა ხაზარაძე – “ოცნება” იმიტომ გამოვიდა მიშელის შეთანხმებიდან, რომ ისინი არჩევნებში 43% ვერ ააგროვებდნენ 

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებად გამოცხადებასთან დაკავშირებით“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება და ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდებს.

ხაზარაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” სავალდებულო 43%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი არ აქვთ.

ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს გამოუცხადოს.

“ქართულმა ოცნებამ კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, რომ ისინი 43%  ვერ  აგროვებდნენ არჩევნებში. მოვუწოდებთ საზოგადოებას და ოპოზიციურ ძალას, დავიწყოთ კონსულტაციები სასწრაფოდ. ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ. თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება”