„ჩაერთე რაგბიში”

სასკოლო რაგბის ახალი პროექტი – Get Into Rugby იწყება

9 ნოემბერს, შევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე სასკოლო რაგბის პროექტ “Get Into Rugby”-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი კომპანია “ნატახტარის” მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის „ჩაერთე რაგბიში” მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.პროექტში 2017 წელს ჩაერთვება მთლიანობაში 169 სკოლა და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში”-ის აქტვიობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი.

 

კომენტარის დატოვება