სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალები უცნობია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ, საფრანგეთში შედგა.

ინფორმაციას შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ, თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.