სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია, მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს – ვიოლა ფონ კრამონი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესიც კი არ დაიწყო და ამით „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება გაუადვილა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხდა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კრამონი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრ ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ განცხადებას ეთანხმება.

„მართალია. სამწუხაროდ, ასევე მართალია უდიდესი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაც კი არ დაუწყია. მათ გაუადვილეს „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება. კიდევ უფრო მართალია: ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.