დავით ზალკალიანი – ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის

ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა და „ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხს გამოეხმაურა.

კითხვაზე, როგორ უნდა აუხსნან დასავლელ პარტნიორებს მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ზალკალიანი პასუხობს:

„თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.  პარტიის თამჯდომარის, ირაკლი  კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.