არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-ს”

როგორც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ აღნიშნა, არქიმანდრიტი კლინიკაში მძიმე გართულებებით შეიყვანეს და მას კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა. იოაკიმე ასათიანი რეანიმაციაში, დღეს დილით გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო.