ქართველ მუშებს აუნაზღაურდებათ გაცდენილი დღეები, კომპანიაში დაინიშნება ქართველი წარმომადგენელი

ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე მომუშავე ქართველი მუშების პროტესტი დღეს შეწყდება. პრინციპული შეთანხმება შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსა” და ქართველ მუშებს შორის მიღწეულია.

ამ დროისთვის, თითქმის მთლიანად შეცვლილია ჩინური კომპანიის მენეჯმენტი.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის ილია ლეჟავას განმარტებით, მიმდინარეობს ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე მუშაობა. ჯერჯერობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ქართველ მუშებს აუნაზღაურდებათ გაცდენილი დღეები. კომპანიაში დაინიშნება ქართველი წარმომადგენელი, რომელიც კომუნიკაციას განახორციელებს ჩინურ კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე მოხდება მენეჯმენტის ცვლილებაც.

სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ერთ კვირაზე მეტია აცხადებენ. ისინი ჩინურ კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს”  წარმომადგენლებსა და ქართველ მუშებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა.

კომენტარის დატოვება