დიმიტრი პესკოვი – საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება

საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მთავარია, რომ ის გვავალდებულებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს და სხვადასხვა დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წვრთნების სცენარები არ გულისხმობდეს რაიმე ფარულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. წვრთნების სცენარები ნატო-ში იბეჭდება და ალიანსი არ მალავს, ვინ არის მათთვის მთავარი მტერი“, – აღნიშნა პესკოვმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password