უდუმაშვილი – ახლა არ არის დრო, რომ ბოიკოტზე ვიფიქროთ, ეს სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” ერთ-ერთი სცენარი იყო – ყველა კვლევა ადასტურებს, რომ 30%-ს ქვევით არიან

“ახლა არ არის დრო, რომ ბოიკოტზე ვიფიქროთ. ეს სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სცენარი იყო დაწერილი, რომ პარტიების რაღაც ნაწილს ბოიკოტი გამოეცხადებინა პარლამენტისთვის და მთლიანად მოესუფთავებინა გზა “ქართულ ოცნებას” თავისთვის და თავისი სატელიტური პარტიებისთვის,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა ზაალ უდუმაშვილმა  “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  გუშინ მთლიანად აღიარა საკუთარი მარცხი, აღიარა ის, რომ ის ვერ იღებს 43%-ს.

„გუშინ “ქართულმა ოცნებამ” მთლიანად აღიარა საკუთარი მარცხი, აღიარა ის, რომ ის ვერ იღებს 43%-ს და ამიტომაც, უარს ამბობს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე და შესაბამისად, ახლა პირიქით, დამატებითი ფანჯარა გაუხსნა ოპოზიციას იმისათვის, რომ ჩვენ ძალები გავაერთიანოთ და ერთიანი ძალებით შევიდეთ ამ ბრძოლაში.

ყველა კვლევა ადასტურებს, მათ შორის, “ქართული ოცნების” კვლევა ადასტურებს, რომ 30%-ს ქვევით არის “ქართული ოცნება”. გაყალბებითაც კი ვერ ადის 40%-მდე და სწორედ ამან განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ ანულირება გაუკეთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. პრაქტიკულად მარცხისთვის არის განწირული ხელისუფლება და ახლა ცდილობს, რომ სხვა მეთოდებით ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას,“ – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.