ჟიგიმანტას პავილიონისი – ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, რათა დავაკვირდეთ არჩევნებს და შეთანხმების იმპლემენტაციას

„ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე და დემოკრატიული. ასევე აუცილებლობაზე, რომ იყოს ძალიან ძლიერი საერთაშორისო წარმომადგენლობა დამკვირვებლებისა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა  ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ საქართველოში მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ჟიგიმანტას პავილიონისს იმედი აქვს, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროპარლამენტი დიდ დელეგაციას გამოგზავნის.

ჩვენ გამოვგზავნით ნაციონალურ დელეგაციებსაც. ვესაუბრე ჩემს ბალტიისპირელ კოლეგებს და შესაძლოა, ჩვენც ჩამოვიდეთ, მაგრამ იმედი მაქვს, ევროპარლამენტი, რომელსაც ვიოლა წარმოადგენს, ასევე დიდ დელეგაციას გამოგზავნის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპაში როდესაც ვდებთ შეთანხმებას, ჩვენ მას ვასრულებთ. იმედი გვაქვს, ყველა პარტია პატივს სცემს შეთანხმებას, ამიტომაც ჩვენ ამ არჩევნებს ძალიან სერიოზულად მივუდგებით. ეს იყო გზავნილი, რომელიც დღეს მოვიდა ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ყველა ევროპული ქვეყნიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, შეთანხმებას პატივისცემით მოეკიდებიან. ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, რომ დავაკვირდეთ თქვენს არჩევნებს და დავაკვირდეთ შეთანხმების იმპლემენტაციას“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.