ირაკლი კობახიძე გახარიასთან კოალიციურ პარტნიორობაზე: თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს – ვერა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან”  თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციური პარტნიორობა აბსოლუტურად გამორიცხულია.

ამასთან, როგორც იგი აცხადებს, არც მოღალატეებს გაურიგდება ანუ, გახარიას პარტიასთან თანამშრომლობასაც გამორიცხავს.

„ნაცმოძრაობასთან“ პოტენციური კოალიციური პარტნიორობა აბსოლუტურად გამორიცხულია. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რომელიც გვაქვს ამ პარტიასთან, ​მომავალში არ აღმოიფხვრება. რაც შეეხება გახარიას, პოლიტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან. ასე რომ, ეს გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს – ვერა“, – განაცხადა კობახიძემ.