კულუმბეგოვი -ვაქცინირებულები მხოლოდ იმიტომ ვატარებთ პირბადეს, რომ დავიცვათ საზოგადოების არავაქცინირებული ნაწილი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს ვაქცინირებული მოქალაქეების უპირატეს მდგომარეობაზე და ამბობს, რომ აცრილი ადამიანები დაცული არიან სიკვდილიანობისგან.

მისივე თქმით, ვაქცინირებული ადამიანები პირბადეებს მხოლოდ არავაქცინირებული ადამიანების გამო ატარებენ.

“ვაქცინირებული ადამიანი დიდი პროცენტით დაცულია მძიმედ მიმდინარე კოვიდისგან და სიკვდილისგან!

ჩვენ (ვაქცინირებულები) მხოლოდ იმიტომ ვატარებთ სამედიცინო პირბადეს, რომ დავიცვათ საზოგადოების არა-ვაქცინირებული ნაწილი.

დიდი თხოვნაა, ჩვენც გაგვითვალისწინეთ, დროულად გაიკეთეთ აცრა, რომ ყველამ ერთად შევძლოთ თავისუფლად სუნთქვა,”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.