თინა ბოკუჩავა – ჩვენ გახარიას განცხადებაც გვახსოვს, როცა დაგვემუქრა „დაგამთავრებთო“, თუმცა ვნახეთ, რომ მისი კარიერა დასრულდა „ქართულ ოცნებაში”, „ნაციონალური მოძრაობა“ კი რჩება

„გიორგი გახარიას განცხადებაც გვახსოვს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული, როცა დაგვემუქრა, დაგამთავრებთო, მაგრამ მას შემდეგ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მისი კარიერა დასრულდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი რჩება მთავარ ოპოზიციუ  პარტიად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავა IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ხელისუფლების ცვლილების ავანგარდში„ ნაციონალური მოძრაობა” ძალიან მალე იქნება , როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ეს გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი,” – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მან ასევე, IRI – ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, მმართველი პარტიის მიმართ დაწერილ პროცენტულ რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26% არის ის აბსოლუტური მაქსიმუმი მხარდაჭერის, რომელიც „ოცნებას” აქვს.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ავტოკრატიული ინსტინქტები აქვთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ორიენტირებული არიან ოპოზიციის განადგურებაზე, დამთავრებაზე, მოშორებაზე, ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა მუშაობდნენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნების“ 26% ემთხვევა ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ის აბსოლუტური მაქსიმუმი მხარდაჭერის, რომელიც მმართველ გუნდს აქვს. ისიც, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70 პროცენტზეც მეტი კი თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ცვლილებებს, რადგან კარგად ხვდებიან სხვაგვარად ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანას ნათელი მომავალი ვერ ექნება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.