საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარია

საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარია. ძლიერი ხანძრის გამო, ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

ხანძარს მაღალი ტემპერატურა და ქარიც უწყობს ხელს. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ ახლა საბერძნეთში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე ცხელი დღეებია.

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 500-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.

საბერძნეთის გარდა, ხანძარია თურქეთში, ასევე იტალიასა და ალბანეთში.