{ვიდეო| „გილოცავთ, მაგარი კაცი ხარ!” – პრემიერმა და „ქართული ოცნების” ლიდერებმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცეს

პრემიერმა და „ქართული ოცნების” ლიდერებმა ლაშა ტალახაძეს ტოკიოს 2020 წლის თამაშების ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  ქართველ ძალოსანს პირადად დაურეკა და „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად გამარჯვება ასე მიულოცა.

„გილოცავთ, მაგარი კაცი ხარ!“, – მიმართა ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს.

ტალახაძეს ჩემპიონობა ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ  ოლიმპიური ოქროსთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს.

ამასთან, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ “Facebook”-შიც დაწერა მისალოცი წერილი..

“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

აკვრაში კი 265 კგ შეუკვეთა, მისივე პირადი რეკორდი გააუმჯობესა და საბოლოოდ, გამოსვლა ორი მსოფლიოს რეკორდით დაასრულა. ჯამშიკი 223+265 – 488 კგ დააგროვა.

აკვრაში მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 247 კგ შეუკვეთა. ტალახაძემ იოლად დაძლია და ოლიმპიურ ოქროსაც დაეუფლა.