გენო პეტრიაშვილი დრამატულ ბრძოლაში დამარცხა – ვერცხლი ტოკიოს ოლიმპიადაზე

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დრამატულ ბრძოლაში ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონთან დამარცხდა. გენომ ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ამერიკელმა 4:0 გაიმარჯვა. მეორე ნახევარში კი გენომ იგდო უპირატესობა და დაწინაურდა კიდეც – 5:8. შეხვედრის მიწურულს, ბოლო წამზე ამერიკელმა მომგებიანი ილეთი შეასრულა და საბოლოოდ, დავმარცხდით 9:8.

გენო პეტრიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია. იგი ასევე სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.