მიხეილ სააკაშვილი – მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ არის ორგანიზებული, არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს მალავდა ამას

რუსებს მიხეილ სააკაშვილი იმდენად არ აშინებთ, რამდენადაც მასთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, თავის დროზე საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილს რუსეთმა 2 მილიარდი დოლარი მისცა.

„მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა – არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემ მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილის მისცეს ორი მილიარდი დოლარი – ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა“, – წერს სააკაშვილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვის თქმით, რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.