როგორც დაგეგმილი იყო, არჩევნები ოქტომბერში გაიმართება და ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ – აშშ-ის ელჩი

„როგორც დაგეგმილი იყო, არჩევნები ოქტომბერში გაიმართება და ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ ყურადსაღებია 19 აპრილის შეთანხმების პირობები, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩოა რეფორმებისთვის.

„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა მოლაპარაკებებს ექვსი თვე, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ის ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და იყო კიდეც. ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში. 19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება იყო ის, რომ ის იყო მრავალპარტიული შეთანხმება. საქართველოს თითქმის ყველა ლიდერმა მოაწერა მას ხელი, ყველა მათგანი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია ამ გზამკვლევში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ჩარჩოს რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომავალში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა