გიგი უგულავა: „ქართული ოცნების“ გეგმა გასაგებია – არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვა, სასაკლაოს გვიწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ

ოცნების“ გეგმა გასაგებია. არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვა, სასაკლაოს გვიწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ, –  ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“1 აგვისტო 33 ადამიანი! 2 აგვისტო -23 ადამიანი! 3 აგვისტო -34 ადამიანი! 4 აგვისტო -38 ადამიანი! 5 აგვისტო -38 ადამიანი! 6 აგვისტო -30 ადამიანი! 7 აგვისტო -38 ადამიანი!

8 აგვისტო -30 ადამიანი! 9 აგვისტო -44 ადამიანი! 10 აგვისტო -54 ადამიანი!

მხოლოდ 2021 წლის 1-10 აგვისტოს გარდაიცვალა 362 ადამიანი!

„ოცნების“ გეგმა გასაგებია. არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვა. სასაკლაოს გვიწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ამიტომ 1. უნდა ავიცრათ 2. ორი ოქტომბრის რეფერენდუმზე ეს გვამებით მოვაჭრე „ოცნება“ უნდა გავაგდოთ“, – წერს გიგი უგულავა „ფეისბუქში“.