შალვა პაპუაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მენიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა პაპუაშვილი ირანის ელჩს საქართველოში აქბარ ყასემი ალიაბადის შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობაზე იმსჯელეს. შეხვედრის თემა იყო ასევე მეცნიერებისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.

„პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო 2 წელი არის გარკვეული სირთულეები, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით, ტურიზმის თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, პანდემიური სიტუაციის გასვლის შემდეგ ეს ურთიერთობები დაუბრუნდება იმ დონეს და ხარისხს, რაც აქამდე გვქონდა“, – განახადა შალვა პაპუაშვილმა.

მხარეებმა ისაუბრეს ირანელი სტუდენტების ინტერესზე ისწავლონ საქართველოში, განსაკუთრებით, სამედიცინო მიმართულებით.

„საქართველოში ირანელი სტუდენტები სწავლობენ და ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო იყო ირანის ელჩისთვის საქართველოს უნივერსიტეტების დიპლომების აღიარეა ირანის მხრიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სპარსული ენის კათედრების არსებობაზე სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტებში, სპარსული ენის სპეიალისტების ვიზიტებზე საქართველოში, რომელიც ტრადიციად იქცა. თავის მხრივ ელჩმა ირანში ქართული ენის სპეციალისტების, ენათმეცნიერების ვიზიტისა და ირანული უნივერსიტეტების კათედრებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.