დღეს დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი გავიდა

დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი გავიდა.  ისტორიული ბრძოლის აღსანიშნავად ემზადებიან თავდაცვის ძალები. სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც ტრადიციულად, დიდგორის ველზე გაიმართება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის ინიციატივით, სპეციალურად შეიქმნა მედალი „დიდგორი 900“, რომლითაც დღეს გამორჩეული მებრძოლები სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდებიან.

დიდგორის ბრძოლა –  „ძლევაი საკვირველი“ 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. ქართველთა ჯარი დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარს დიდგორის ველზე დაუპირისპირდა და დაამარცხა.