ქუთაისში 31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა

31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. შვიდი თვის ორსული ბათუმიდან კლინიკა „ბომონდში” ორი დღის წინ შეიყვანეს. როგორც მისი მეუღლე აცხადებს, ბათუმში ადგილის არარსებობის გამო ქუთაისში გადაიყვანეს, მდგომარეობა დამძიმდა და ნაყოფი დაიღუპა.

ორსულს საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება და ვერც თბილისში გადაჰყავთ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მგზავრობას ვერ გაუძლებს. ამასთან აღნიშნულ საკითხზე დღეს კონსილიუმი შეიკრიბება.