პრემიერს კახეთში ელოდებიან

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ–მუზეუმს დაათვალიერებს და ახლადაშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.

აღდგენითი სამუშაოები  შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა” ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150 -მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა.

კომენტარის დატოვება