“ცოტა მეტი წინდახედულება და ზნეობრივი პრინციპების დაცვა არ აწყენდა ზოგიერთს…”

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-‘ძალიან კომიკური სიტუაციაა შექმნილი ქართულ ლიბერალურ მედიაში ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

აქამდე’ ლიბერალები’ გაუნათლებლობის გამო გულწრფელად ფიქრობდნენ, რომ ლგბდ,მულტიკულტურალიზმი,ეროვნული სახელმწიფოების ბოროტებად გამოცხადება და მთელი ეს ტროცკისტულ-სოროსისტული სულიერ-გონებრივი აშლილობა-ამერიკაა და ამ ყველაფრის უკან დგას ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება.

ანუ,ჩვენ გვეუბნებოდნენ,სოროსელებს არ აწყენინოთ,თორემ ჩვენ და ამერიკას ვინ მოგვერევაო.

ტრამპის გუნდი ღიად აცხადებს სოროსს და მის განშტოებებს კრიმინალებად და რა უნდა ქნან ახლა სოროსის ფონდმა მისმა კლიენტურამ?

გაოგნებულები არიან. შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს მტრად ხომ არ გამოაცხადებენ?

რუსთავი2 ბოლომდე იდგა- არ უნდოდა ეღიარებინა კლინტონის მარცხი, მაგრამ მოუწია
კობა ხაბაზის რევოლუციურ აღტყინებას არ აყვნენ.

დუმან ბოკერია მეუღლითურთ და უსუფაშვილი,ასევე მეუღლითურთ.

თუმცა ამ დროს ნამდვილი სოროსული მარტვილობის გზას დაადგა გიორგი მარგველაშვილი და ფემინისტი”ეპისკოპოსი”გოცირიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მოკლედ, ადრე თუ ნორმალურ ადამიანებს ამერიკით აშინებდნენ,ახლა სიტუაცია პირიქითაა.
ეს სოროსისტები კი ტყუილად “შეიტენა” ხელისუფლებამ.

ცოტა მეტი წინდახედულება და ზნეობრივი პრინციპების დაცვა არ აწყენდა ზოგიერთს.

იძახონ ახლა,კაი,კაცია,დამსახურებაც აქვს და ცოდნაც,მაგრამ ამერიკელებს რა ვუთხრათ,ვერ გაგვიგებენო.

სულიერი მონობა ყოველთვის დასჯადია, ხოლო ინიციატივიანი მონობა-ორმაგად.

კომენტარის დატოვება