ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კანდიდატები წარადგინა. თბილისში “გირჩი მეტი თავისუფლება” 4 კანდიდატი, სამ-სამი კი პარტია “დროამ” და “ევროპულმა საქართველომ” დაასახელა.

“გირჩი მეტი თავისუფლება” – დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე – თენგიზ კირთაძე და საბურთალოში – ბორის ყურუა.

პარტია “დროა” – გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია ვაკის მაჟორიტარი – ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.

პარტია “ევროპული საქართველო”- სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.