გია ვოლსკი – ფარმაცევტული სფერო სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს

ფარმაცევტული სფერო საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს, – აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ფარმაცევტული სფერო დაურეგულირებელია და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ზარალს აყენებს.

“ამ თემაზე სერიოზული საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მუშაობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მოიძებნება გადაწყვეტილება, რითაც საზოგადოებას საშუალება ექნება, უკეთესი მდგომარეობა იხილოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.