ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ანგელა მერკელმა კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი თვალსაზრისით, მიუღებელია ალექსეი ნავალნის კოლონიაში დაპატიმრება იმ განაჩენის საფუძველზე, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არათანაზომიერად აღიარა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

რუსეთისა და გერმანიის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ავღანეთის საკითხზე.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიისთვის პრიორიტეტი იმ ხალხის დახმარებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში გერმანიასთან თანამშრომლობდა.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი დღეს მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა.