შშმ პირებს 1 ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  პენსია ხვალიდან 180 ლარამდე გაეზრდება. როგორც დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, შშმ პირთა პოლიტიკა  სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსების საკითხია.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკა ნებისმიერ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსების საკითხია. ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები გვაქვს, რომლებშიც შშმ პირები არიან და მათ დამატებითი ზრუნვა სჭირდებათ. პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს პენსია 1 ივლისიდან 180 ლარამდე გაეზრდებათ” – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება