„კარაბადინი“ – ქრონიკული ალკოჰოლიზმისგან და თამბაქოზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება!

R

დარეკეთ ახლავე და უთხარით ჯანმრთელობას – კი!

საკონტაქტო ნომრები: 599 45-88-66  555 45-13-45   2 308 068

“ალკოჰოლური თრობის ნარკომანია“

ფიტო თერაპიული კომპანია „კარაბადინი“

გთავაზობთ ქრონიკული ალკოჰოლიზმისგან და თამბაქოზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საყრდენ-მამოძრავებელი, შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კანის სხვადასხვა პრობლემების და ჭარბწონიანობის ეფექტურ მოგვარებას, ორგანიზმის გაწმენდას სხვადასხვა ფიტო თერაპიული საშუალებებით, პარასამკურნალო პროდუქციით.

რატომ „კარაბადინის“ ფიტო პროდუქცია? 

რადგან ჩვენი პარასამკურნალო საშუალებები არის აბსოლუტურად მცენარეული ყოველგვარი ქიმიური და სინთეზური დანამატების გარეშე. ხშირად ფიტო პროდუქციის მოქმედების მექანიზმის და შედეგების გაძლიერების მიზნით ჩვენს პარასამკურნალო საშუალებებს ვუმატებთ ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტებს (ფუტკრის მტვერი, რძე და ა. შ.).

ამჟამად მინდა განსაკუთრებულად გავამახვილო ყურადღება ქრონიკული ალკოჰოლიზმის პრობლემაზე, რომელიც ანგრევს პირველ რიგში ურთიერთობებს, ოჯახებს, ჯანმრთელობას და ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს ლეტალურ გამოსავალსაც კი.

გარდა იმისა, რომ ადგილი აქვს ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ორგანიზმისთვის დამანგრეველ და გამანადგურებელ შედეგებს, არის სოციალური პრობლემაც. ხშირია სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები, ავტო-კატასტროფები, უბედური შემთხვევები, რომლებსაც ხშირად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ქრონიკულ ალკოჰოლიზმს მე ვუწოდებ კრიმინოგენურად საშიშ, ფსიქო-სოციალურ თრობის ნარკომანიას, რომელიც პროგრედიენტულობით ხასიათდება.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის გამომწვევი შეიძლება იყოს მრავალ მიზეზთა ერთობლიობა: სოციალური, ეკონომიური, ფსიქოლოგიური და სხვა, ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მემკვიდრეობითობის გარკვეული წილიც.

ალკოჰოლის ჭარბი და ქრონიკული მოხმარება აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას (იწვევს აზოსპერმიას და უშვილობას), თავის და ზურგის ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს.

თავის ტვინზე ხდება ტოქსიკური ზემოქმედება, ანუ მოწამლვა, თავის ტვინის ტროფიკის (კვების) მოშლა, რაც შემდგომში დაკავშირებულია ცილებისა B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოქიმიური პროცესების დარღვევასთან, ტვინის დეჰიდრატაციასთან (გაუწყლოებასთან და მენტალური პრობლემების ჩამოყალიბებასთან), შედეგად ადგილი აქვს ფსიქიკურ პრობლემებს: აგრესიას, უძილობას, ადვილად აღგზნებადობას, უსაფუძვლო ეჭვიანობას, ტრემორს, აბსტინენციის სინდრომს („პახმელიას“), „თეთრ ცხელებას“ და სხვა.

ღვიძლზე ალკოჰოლის ჭარბი ზემოქმედებით ყალიბდება ალკოჰოლური ჰეპატიტი ღვიძლის ფერმენტების დონის საგრძნობი მომატება, ღვიძლის ზომების გაზრდა. ასე თანდათან ხდება ღვიძლის სტრუქტურის ცვლილებები; ღვიძლის წვრილმარცვლოვანი სტრუქტურა გადადის საშუალო მარცვლოვანებში, შემდეგ მსხვილმარცვლოვანში და ღვიძლში ყალიბდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც დასაბამია ღვიძლის ციროზის განვითარების, რაც უკვე სიცოცხლესთან შეუთავსებელია და იწვევს შეუქცევად პროცესებს, რომელიც აუცილებლად მთავრდება ლეტალობით.

ღვიძლის მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად აქვს ბარიერული ფუნქციაც, ანუ სისხლს წმენდს, შხამებს აუვნებელყოფს და ა. შ.

ალკოჰოლს შლის ღვიძლის ფერმენტი ალკოჰოლდეჰიდროგენაზა. საბოლოოდ H2O და CO2-ის დონემდე, რომელიც შარდის, კანის და ფილტვების გზით გამოდის ორგანიზმიდან.

ალკოჰოლის დაშლის მექანიზმი ასეთია:

ალკოჰოლი → აცეტალდეჰიდი → ძმრის მჟავა → CO2 და H2O
მაგრამ თუ არის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ღვიძლი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობით ფერმენტის გამომუშავებას, არასაკმარისი ფერმენტის შემთხვევაში კი ალკოჰოლის დაშლის ერთ-ერთ შუალედური პროდუქტი აცეტალდეჰიდი უერთდება სისხლის ცილას, სისხლის ცილასთან აცეტალდეჰიდის ნაერთი არის ნარკოტიკი. ეს არაა მორფიუმი, ოპიუმი, კოკაინი, მაგრამ არის ისეთი ნარკოტიკი, რომლის გამოც დაუძლეველია დალევის სურვილი და ადამიანი ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებული.

ჩვენს მიერ შექმნილი ექსკლუზიური პარასამკურნალო საშუალება „ალკოჰოლდეჰიდროგენაზა“ არის ფიტო პროდუქცია, რომელიც ღვიძლს ეხმარება გამოიმუშავოს ეს საჭირო ფერმენტი, რათა ალკოჰოლის დაშლის მექანიზმი მივიდეს ბოლომდე, ანუ ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნამდე, არ მოხდეს ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება და არ იქცეს „ალკოჰოლით თრობა, როგორც ნარკოტიკი“.

ამავე დროს ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ვაძლევთ ალკოჰოლური ტოქსინისაგან გამწმენდ მცენარეულ ნაკრებს, ნერვული სტატუსის მოსაწესრიგებლად დამამშვიდებელ ჩაის, დაბალანსებულს ელემენტებით და ვიტამინებით. ვიცით, რომ კონკრეტული ელემენტების დეფიციტი პროვოცირებას აძლევს კონკრეტული დაავადებების განვითარებას, მათ შორის ალკოჰოლიზმსაც.

ჩვენ და ჩვენი გარემომცველი ბუნება ხომ მთლიანად ელემენტებისაგან შევდგებით (როგორც საშენი მასალა), ამიტომ ეს ელემენტებიც არის ბუნებაში და ბუნების ნობათით ვახერხებთ მაქსიმალური შედეგების მიღწევას. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სისხლი შეიცავს 24 ქიმიურ ელემენტს, მათგან 22 ელემენტი თაფლში მოიპოვება.

ასე რომ, მივიღოთ უფლისგან ნაბოძები ბუნების „სასწაულები“, რათა ორგანიზმი გვქონდეს სრულ ჰარმონიაში გარე სამყაროსთან და იმ რთულ სისტემასთან, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი ჰქვია.

ბუნება გვშობს, ბუნება გვკურნავს!

კომენტარის დატოვება