თბილისის რამდენიმე რაიონში 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სს „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაინების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გობრონიძის, ფირცხალავას, ავალიშვილის, ნეკრისის, ტაძრის, ალავერდის, გრემის, ვარდისუბნის, რაჭის, სამეგრელოს, შორაპნის, ხვანჭკარის, დაისის, მუხის, გომბორის, ნაკადულის, რიონის, სამთავრობოს, ქერჩის, განთიადის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, ზარწემის და ალექსანდრე ბანძელაძის ქუჩების მოსახლეობას.

შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.