ტერაქტის ერთ-ერთ სავარაუდო ორგანიზატორი და რატომ ასახელებენ საქართველოს მასთან მიმართებაში?

თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ათათურქის აეროპორტში თავდამსხმელები რუსეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან ემიგრირებულები იყვნენ. თურქეთის მედია ტერორისტულ დაჯგუფებაში ჩეჩნების არსებობაზეც წერდა, მაგრამ უშიშროების სამსახურმა უარყო აღნიშნული ვერსია.

საუბარი იყო ოსმან ვადიმოვზე, რომელმაც თითქოსდა პირველმა აიფეთქა თავი, მაგრამ სამართალდამცველების ინფორმაციით ასეთი პიროვნება ჩეჩნეთში არასდროს ცხოვრობდა.

მეორე პიროვნება, რომელიც სახელდება ახმედ ჩატაევია. ცოტა ადრე ოპოზიციური გაზეთი Yeni Safak  წერდა, რომ ჩატაევი სტამბოლში სირიიდან ჩამოვიდა.

ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოდან წყარო ამბობს, რომ ჩატაევს ადრეც ეძებდა რუსეთის ხელისუფლება, როგორც ტრორისტებთან კავშირი მყოფს. რამდენიმე მონაცემის თანახმად, ჩატაევი წლების წინ ევროპაში წავიდა.

“Интерфакс” კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარკვეული პერიოდი ჩატაევი საქართველოში იმალებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს რუსეთმა საქართველოს ჩატაევის გადაცემა მოსთხოვა, რომელიც ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა, მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა უარი განაცხადა მის გადაცემაზე.

რამდენიმე გაზეთი წერს, რომ ჩატაევს კავშირი ჰქონდა ტერორისტთან დოკუ უმაროვთან. ცნობილია ისიც, რომ ჩატაევს აქვს ავსტრიაში დევნილის სტატუსი. 2010 წელს ის დააკავეს უკრაინაში, თუმცა საპყრობილეში მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო. ერთი წლის მერე კი ის ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე დააკავეს, რის შემდეგაც მის რუსეთში ექსტრადირებას აირებდნენ, მაგრამ სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება. მას ამ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსმა უშველა.

ათათუქრის აეროპორტი ტერაქტი 29 ივნისს მოხდა. თვითმკვლელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს და მერე სამი აფეთქებაც გაისმა. დაიღუპა 42 მოქალაქე, 239-კი დაშავდა.

 

კომენტარის დატოვება