ლეტალობის კლების მოლოდინი არ გვაქვს – ტიკარაძე

„კლების სტაბილიზაცია ვირუსის გავრცელების კუთხით ფიქსირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს ლეტალობის კლების მოლოდინი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაქსიმალურად გაძლიერებულია კლინიკური ჯგუფი.

„ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი: თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე, მარინა ეზუგბაია, ესენი მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, აქვთ გაწერილი სპეციალური გრაფიკი, ისინი აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც დადგენილია და პროტოკოლით არის გაწერილი.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1,32, შევძლებთ რომ გავაუმჯობესოთ, რის შედეგადაც არაერთი სიცოცხლე გადარჩება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.