საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს – ინფორმაციას ფინანსთა სამსახურის შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

,,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 2500 ობიექტი) მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების
შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.

მონიტორინგის ფარგლებში, ოფიცრების მიერ, ასევე მიმდინარეობს იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად, სავაჭრო ობიექტებში/დახურულ სივრცეებში არ ახორციელებენ სოციალური დისტანციის დაცვას და პირბადის გარეშე პირების დაშვებას. აღნიშნული სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ითვალისწინებს სანქციას” – ნათქვამია ინფორმაციაში.