კრიშტიანუ რონალდო „იუნაიტედში“ დაბრუნდა

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანჩესტერულ გრანდში დაბრუნდა, – იუწყება goal.com.

გამოცემის ინფორმაციით, გარიგების თანხა 24 მილიონ ფუნტს სტერლინგს შეადგენს. 36 წელის ფეხბურთელი მანჩესტერელებთან 2-წლიან კოტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ხელფასი 29 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედის“ ღირსებას კრიშტიანო რონალდო 2003-2009 წლებში იცავდა.

სპორტის ცნობილი იტალიელი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნით ადრე წერდა:

„ხორხე მენდესმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ოფიციალური წინადადება „მანჩესტერ იუნაიტედისგან“. რონალდოს დაბრუნება ძალიან ახლოს არის, მეტიც, ფინალურ სტადიაშია. თავად კრიშტიანოს სურს, რომ „იუნაიტედში“ რაც შეიძლემა მალე დაბრუნდეს“.