“მოსავლის მართვის კომპანიამ” კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება უკვე დაიწყო

სახელმწიფო საწარმო “მოსავლის მართვის კომპანიამ” კახეთში სამ ლოკაციაზე, სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება უკვე დაიწყო.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში სრულად დაბინავდება დასეტყვილი ყურძენი. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საწარმო გახსნის დამატებით ლოკაციებს.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.