„გენდალფი“ ჰეტეროსექსუალებისა და ლგბტ ალიანსში გაწევრიანდა

ბრიტანელი მსახიობი იენ მაკკელენი, რომელიც მაყურებელს კარგად ახსოვს ფილმებიდან „ბეჭდების მბრძანებელი“ (გენდალფი) და „ჰობიტე“ ჰეტეროსექსუალებისა და ლგბტ ალიანსში გაწევრიანდა. ინფორმაციას ალიანსი მედიისთვის დაგზავნილ პრეს-რეალიზებში ავრცელებს.

შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა მსახიობს გულსაბნევი გაუკეთეს და დღეიდან ის ყველა შეხვედრაზე ან ნიშნით მივა.

ალიანსის ერთ-ერთი კოორდინატორი ალექსეი სერგეევი ამბობს, რომ მაკკელენი შესანიშნავი ადამიანია და მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მსახიობის ბრწყინვალე კარიერას საზოგადოებრივი საქმინობა შეუთავსო.

შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში გაიმართა და ახალმა წევრმა მხარი დაუჭირა ქალაქში თანასწორობას.

ვიზიტის ფარგლებში მეკკელენი შეხვდა ლგბტ-ს აქტივისტებს მოსკოვშიც და ეკატერინებურგში. მსახიობი რუსეთში ფესტივალის „შექსტირი ზაფხული ღამეს“ ფარგლებში ჩავიდა.

კომენტარის დატოვება