ნათია თურნავა – მოსახლეობას საცხოვრებელ ფართებს პერიოდულად გადავცემთ, ეს ერთჯერადი აქტი არ არის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომელი კატეგორიის ოჯახებს გადასცემენ სიმბოლურ ფასად საცხოვრებელ ფართებს.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართების გადაცემა ერთჯერადი აქტი არ არის და პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყეს.

„300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასში დაუკანონდება ის ფართები, სადაც, ფაქტობრივად, ცხოვრობენ წლების მანძილზე. ეს არის როგორც დევნილი მოსახლეობა, ისე სოციალურად დაუცველებიც, ასევე უბრალოდ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც წლებია, ცხოვრობენ ამა თუ იმ ფართში, ამა თუ იმ რაიონში და ვერ იკანონებდნენ.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მათ გადავეცით სიმბოლურ ფასში და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი. აქვე მინდა, დავასწრო კითხვას და ვთქვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტი. თუ მოიკითხავთ, პროცესი დიდი ხნის წინ გვაქვს დაწყებული. ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და მატ შუამდგომლობის საფუძველზე, ჩვენ პერიოდულად გადავცემთ ხოლმე მოსახლეობას იმ ფართებს და ვუკანონებთ, სადა ც ისინი დე-ფაქტო იმყოფებიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათ საკუთრების უფლება კანონიერი არ ჰქონდათ. ეს ხდება რუსთავში, ფოთში, ახლა ზუგდიდში, ბორჯომში, ზესტაფონში, თბილისში და პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.