პრემიერი – გარკვეული დამშვიდების კონტურები და დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ

გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან მობილიზებულად, მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება. პირბადე და აცრა არის ამ ვითარებაში გამოსავალი, რადგან ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს, ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან. ყველაფერი არის მართული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.