თამარ გაბუნია: ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გვაძლევს მოდუნებისა და შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას

დღევანდელი ეპიდემიური სურათი ძალიან საყურადღებოა და არცერთ შემთხვევაში არ გვაძლევს მოდუნებისა და შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სწორედ ამას უკავშირდება ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება და დღეს მოქმედი ყველა გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, სწავლა უნდა განახლდეს დისტანციურ რეჟიმში, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია. „სექტემბრის თვე იქნება მნიშვნელოვანი, რომ შევხედოთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს. რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილება ვითარების შესაბამისად მიიღება“, – აღნიშნა გაბუნიამ.