კახა კალაძე ოპოზიციაზე: ყველაფერი კარგად იციან, ფულის გადაყრა არ უნდათ წაგებულ არჩევნებში

ყველაფერი ძალიან კარგად იციან, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან რეზულტატი, თუ რა იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„კვლევებს ისინიც ხომ ატარებენ? ხომ იციან რა მდგომარეობაა, ვის რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს დედაქალაქში. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან რეზულტატი, თუ რა იქნება“, – აღნიშნავს კახა კალაძე.