სოზარ სუბარი: ჩვენი დღევანდელი ამოცანა სესხების შემცირებაა, იმისთვის რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ

ოპოზიციის პოზიცია მართლაც გაუგებარია. ერთი მხრივ, პარლამენტში თვეების განმავლობაში ვისმენდით, როდესაც ლაპარაკია როგორ გაიზარდა საქართველოს ვალი და ეს არის ძალიან მძიმე და დაუშვებელი და მეორე მხრივ, დღეს გვეუბნებიან, რომ სესხს რატომ არ ვიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ მაკროსაფინანსო სესხზე საუბრისას განაცხადა.

„ბუნებრივია ქვეყანას განვითარებისთვის სესხი სჭირდება, მაგრამ ეს არ არის რაიმე კონკრეტულ პროგრამაზე მიბმული სესხი, არამედ საბიუჯეტო სესხი, რომელიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო და რომელიც ბუნებრივია დასაბრუნებელი ჰქონდა ჩვენსა და ჩვენ შემდეგ თაობას.

როდესაც ბიუჯეტი გაიზარდა ერთი მილიარდით და ახლა უკვე ივლისის ზრდამ გვაჩვენა, რომ სავარაუდოდ მილიარდიდაც კი გაიზრდება წლის ბოლომდე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ სესხის შემცირებაზე, ვიდრე სესხის გაზრდაზე. რადგან მომავალი სესხები ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის, რომ ის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ, რომელიც დაწყებული გვაქვს.

ივლისში ივნისთან შედარებით სესხი 10 მილიონი დოლარით შემცირდა და ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, სესხები შევამციროთ, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რადგან მისი სტაბილურობა მომდევნო წლებში მოგვცემ საშუალებას, რომ უფრო მეტი სესხი ავიღოთ. დღესაც ბიუროზე განიხილავენ ერთ სესხს, რომელიც თბილისის ნაგავსაყრელის მოწესრიგებას ეხება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.