“ქართული ოცნება” არის ლუსტრირებული, ეკონომიკური ტრანშის ვერ მიღებას ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევროკავშირისგან ამ დახმარების მიღებას გარდა ეკონომიკურისა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, მიშელის დოკუმენტის ჩაგდების გამო ევროპამ უარი უთხრა ეკონომიკურ ტრანშზე.

“ქართული ოცნება” არის ლუსტრირებული. მათ კი არ თქვეს უარი ამ დახმარებაზე, არამედ სასამართლო რეფორმის და შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაგდების გამო ევროპამ უარი უთხრა იმ ტრანშზე, რომელიც იყო გამოყოფილი. გარდა ეკონომიკურისა, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, და როცა უარს ეუბნებიან დახმარებაზე დასავლეთს, ჩვენ ვიცით შემდეგ რომელი სახელმწიფო ეხმარება ასეთ ქვეყნებს,”-აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.