ეს ადამიანები ერთი წლის წინ ხოტბას მასხამდნენ,  მაშინ მათი ქების ფასი იყო ნოლი, დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნოლი – გიორგი გახარია ხელისუფლებაზე 

ეს ადამიანები ერთი წლის წინ ხოტბას მასხამდნენ,  მაშინ მათი ქების ფასი იყო ნოლი, დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნოლი – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების სიტყვას ფასი აღარ აქვს.

,,საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ზოგიერთი ,,ქართული ოცნების” ბოსი რას ლაპარაკობს. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან. ადამიანები, რომელთა სიტყვასაც ფასი აღარ აქვს აღარც ქვეყნის შიგნით, აღარც ქვეყნის გარეთ, მათზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ადამიანები ერთი წლის წინ ქება დიდებას და ხოტბას მასხამდნენ. მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნოლი. დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნოლი.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.