ანა დოლიძე – გუშინ გიორგი გახარიამ წარადგინა ჩინოვნიკების მთელი არმია, არც ერთს სისტემის წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია

გუშინ გიორგი გახარიამ წარადგინა ჩინოვნიკების მთელი არმია, არც ერთს სისტემის წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია – ქალაქს სჭირდება სუფთა, კომპეტენტური და მებრძოლი ძალა,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში წლების განმავლობაში იყვნენ კორუფციაზე ან ნეპოტიზმთან ბრძოლაზე არ საუბრობდნენ.

„რა სჭირდება ქალაქს და ქვეყანას? სჭირდება სუფთა, კომპეტენტური და აუცილებლად მებრძოლი ძალა. ადამიანები, ხელისუფლებაში წლების განმავლობაში იყვნენ და ერთხელ სიტყვა არ დაუძრიათ „კლანთან“, კორუფციასთან ან ნეპოტიზმთან ბრძოლაზე. ისინი კიდევ სთხოვენ ხალხს მისცენ მართველობის საშუალება?! “-აღნიშნავს დოლიძე.