ტურიზმის ადმინისტრაცია ბრიტანული გამოცემის Calvert Journal-ის რედაქტორსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს

ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის პრეს-ტურებს აგრძელებს.

ადმინისტრაცია ბრიტანული გამოცემის Calvert Journal-ის რედაქტორსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს. Calvert Journal სამოგზაურო და კულტურის ჟურნალია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესახებ სტატიებსა და ფოტო-რეპორტაჟებს ამზადებს.

Calvert Journal-ის რედაქტორი თუშეთის შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს.