საქსტატი – აგვისტოში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 43.9%-ით ზეთი გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 43.9 პროცენტით ზეთი გაძვირდა.

გარდა ამისა, 42.2 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული,17.3 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.9 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 13.0 პროცენტით მოიმატა, ხოლო თევზეულზე – 11.9 პროცენტით. 8.3 პროცენტითაა გაძვირებული ხორცი და ხორცპროდუქტები.

ივნისში წლიური ინფლაცია 9.9 პროცენტი იყო, ივლისში 11.9 პროცენტამდე გაიზარდა. აგვისტოში კი, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 12.8 პროცენტი შეადგინა.