კახა კალაძე – ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იქნება, მივმართავთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები არ მოუსმენია და ვერ შეაფასებს.

რაც შეეხება მიკროფინანსურ სესხს, საკითხზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამისთვის მიმართავენ.

„პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ არის სესხის აღების აუცილებლობა, თუ იქნება აუცილებლობა, მივმართავთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს თავის სახელი აქვს. სესხს სესხი ფქვია, დახმარებას დახმარება. დახმარება შინაარსობრივად სხვა რამეს ნიშნავს, სესხი სხვას“, – განაცხადა კახა კალაძე.